Pandemic as a Core Theme of the Text
Abstract
თურქეთელ ქართველებთან დაკავშირებით ახალი მასალების მოსაძიებლად ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო დელეგაციის წევრებთან ერთად 2015 წლის აგვისტოში მივლინებაში ყოფნის დროს შესაძლებლობა მომეცა მათი ზეპირსიტყვიერი პოეტური ტექსტების მოსაძიებლად შეხვედრები გამემართა ქალაქ უნიესა და მის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან. გარდა ჩვენი სამეცნიერო ექსპედიციის წევრთა მიერ მათგან მოპოვებული მასალებისა, ამ თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იქაურთა ზეპირსიტყვიერი შემოქმედების ის ნიმუშები, რასაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიზანმიმართულად იწერდა ქალაქ უნიეს მახლობლად მდებარე ერთ-ერთ ქართულ სოფელში დაბადებული და გაზრდილი, ამჟამად კი სტამბოლში მცხოვრები ქართველი მურად შაჰინი (ძნელაძე).