Vol. 15 (2021): XV International Symposium Contemporary Issues of Literary Studies : Literature and Pandemic. Historical and Thematic Experience
Pandemic as a Core Theme of the Text

Life Lessons from the Pandemic Era Giovanni Boccaccio, Decameron

Irma Ratiani
Shota Rustaveli Institute of Georgian Literature

Published 2021-12-20

Keywords

  • Renaissance,
  • Bocaccio,
  • Rebellion,
  • Pandemic

Abstract

 

ჯოვანი ბოკაჩო, „დეკამერონის“ დაწერიდან დღემდე, სამართლიანად მიიჩნევა რენესანსის ეპოქის ერთ-ერთ უდიდეს ავტორად, რომელმაც მსოფლიო მწერლობას აჩუქა ნოველის ჟანრი და, მასთან ერთად, მეოამბოხე სულისკვეთება. ის თავდაპირველად საკუთარ დაბადებას აუჯანყდა, როდესაც არალეგალური კავშირის შედეგად იშვა, შემდეგ – მამას, მთელს ტოსკანაში სახელგანთქმულ ვაჭარს, როდესაც ბანკირის სამსახური მიატოვა და უნივერსიტეტს მიაშურა, დაბოლოს – შუასაუკუნეების მწერლობის ტრადიციულ ჩარჩოებს, როდესაც გამყარებულ პოეტურ და მორალურ ნორმებს დაუპირისპირდა. „დეკამერონი“ ჯოვანი ბოკაჩოს მეამბოხე სულისკვეთების მხატვრული ხორცშესხმაა, გენიოსის ნონკონფორმისტული პოზიციის გამოვლინება, რამაც მის ეპოქაში დიდ ქაოსს, მომდევნო ეპოქებში კი – ტექსტის წინააღმდეგობრივ, ხშირად, ურთიერთგამომრიცხავ ინტერპრეტაციებს დაუდო სათავე. მაგრამ, ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს „დეკამერონის“ ინერპრეტაციული სივრცის მიმოხილვა და ანალიზი, არამედ – იმ ვიტალურად საჭირო გაკვეთილების თუ სწავლებათა ამოკრეფა, რომლებიც, პანდემიის ეპოქაში შექმნილი ამ უნიკალური ტექსტიდან, ჩვენის აზრით, გასაოცარი ორგანულობით მიემარ