ტომ. 15 (2021): XV საერთაშორისო სიმპოზიუმი ლიტერატურათმცოდეობის თანამედროვე პრობლემები : ლიტერატურა და პანდემია. ისტორიული და თემატური გამოცდილება
პლენარული სხდომა

ედვარდ მორგან ფორსტერის „მანქანა ჩერდება“: საყოველთაო იზოლაციის დისტოპიური სამყარო

მერაბ ღაღანიძე
საქართველოს უნივერსიტეტი

გამოქვეყნებული 2021-12-20

საკვანძო სიტყვები

  • დისტოპია,
  • იზოლაცია

ანოტაცია

 

ბრიტანელი მწერლის, ედვარდ მორგან ფორსტერის (E. M. Forster, 1879-1970), დისტოპიური მოთხრობა „მანქანა ჩერდება“ („The
Machine Stops“, 1909), რომელიც პროზაიკოსის, – თუმცა იმჟამად ჯერ კიდევ ახალგაზრდა პროზაიკოსის, – სამწერლო ნაყოფიერებისა და შემოქმედებითი აღმავლობის ხანაშია დაწერილი, აღწერს მომავლის სურათს, როცა დედამიწაზე ყოფნა ადამიანის სიცოცხლისათვის სახიფათოდ იქნა მიჩნეული, რის გამოც მსოფლიოს მთელ მოსახლეობას აეკრძალა ხმელეთის ზედაპირზე ამოსვლა; უკვე რამდენიმე თაობის განმავლობაში ადამიანები თავიანთ ცხოვრებას ატარებენ მიწისქვეშეთში, – ცალკეულ, დახშულ, ექვსკუთხედ ოთახებში, – სადაც ყველა იქ მცხოვრები უზრუნველყოფილია საკვებით, ტანსაცმლითა თუ სინათლით და, ასევე, შორეული ტექნიკური კავშირით სხვა ადამიანებთან (მათ შორის, საკუთარი ოჯახის წევრებთან), ხოლო ამ კავშირის მეშვეობით ისინი, სურვილის შემთხვევისას, მარაგდებიან ინტელექტუალური ან ესთეტიკური საზრდოთიც.