ტომ. 15 (2021): XV საერთაშორისო სიმპოზიუმი ლიტერატურათმცოდეობის თანამედროვე პრობლემები : ლიტერატურა და პანდემია. ისტორიული და თემატური გამოცდილება
პანდემია - ტექსტის თემა

პანდემიური შიშის რეცეფცია (გალაკტიონ ტაბიძის „შიში“. ბესიკ ხარანაულის „ბოლოშემართული შაშვი გრძნობას ვერ აგნებს“) Frygt. Angst. Vers libre. Fear.

თამარ ბარბაქაძე
შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი

გამოქვეყნებული 2021-12-20

საკვანძო სიტყვები

  • Frygt,
  • Angst,
  • Fear,
  • Vers Libre

ანოტაცია

 

შიშისა და სიკვდილის ტანდემი უხსოვარი დროიდან ასაზრდოებს მსოფლიო კულტურისა და ხელოვნების შედევრებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნებაც სიკვდილის დამარცხების ჟინით, მარადისობის წიაღში შესვლის სურვილით იკვებება; ამიტომაც უწოდა გალაკტიონმა თავისი ლექსების II კრებულს: „თავის ქალა არტისტული ყვევილებით“ (1919). ვიზიარებთ თეიმურაზ დოიაშვილის ახსნას წიგნის სათაურის თაობაზე: „...ანტონიმებს შორის (სიკვდილი – ხელოვნება) დაპირისპირება კი არ არის, არამედ საპირისპირო ცნებათა შერიგებაა: „თავის ქალა არტისტული ყვავილებით“ ოქსიმორონია, რომელიც ერთიანობაში წარმოსახავს სინამდვილესა და ხელოვნებას. ეს მოდერნიზებული რომანტიკული „მშვენიერი ტანჯვაა“, რომელიც შობს ხელოვნების ყვავილებს, მშვენიერებას და, მასთან ერთად, მარადისობასთან კონტაქტის პერსპექტივას“.