პანდემია - ტექსტის თემა
პანდემია – მწერალთა შემოქმედებითი ინსპირაციის წყარო (აკაკი წერეთლის, ალექსანდრე ორბელიანისა და ილია ჭავჭავაძის შემოქმედების მიხედვით)
გამოქვეყნებული 2021-12-20
საკვანძო სიტყვები
- Pandemics,
- Inspiration,
- Documentary,
- Lyrical-Epical,
- Allegorical
ანოტაცია
მე-19 საუკუნეში მსოფლიოში ფართოდ გავრცელდა შავი ჭირისა და ქოლერისა პანდემია. ჟურნალ-გაზეთებში ყოველდღიურად ქვეყნდებოდა ინფორმაციები სხვადასხვა ქვეყანაში ამა თუ იმ ეპიდემიის გავრცელების შესახებ; სამწუხაროდ, ვერც საქართველო გადაურჩა ამ განსაცდელს. ეპიდემია თავისებურად აისახა ხელოვნებაშიც. მსოფლიო იცნობს პანდემიის თემაზე შექმნილ არაერთ შესანიშნავ ნაწარმოებს. ეს თემა ბევრი ქართველი შემოქმედისთვისაც იქცა ინსპირაციის წყაროდ.