ანოტაცია
კაცობრიობის ისტორიამ მრავალი ეპიდემია და პანდემია იცის, რომელთაც უამრავი უბედურება მოუტანა სამყაროს. მათ შესახებ ინფორმაციებს ვპოულობთ ისტორიულ და ლიტერატურულ წყაროებში, არქეოლოგიურ მასალებსა და ეთნოლოგების ჩანაწერებში. ფერწეული ტილოები, საეკლესიო მხატვრობა და კინემატოგრაფი ვრცლად მოგვითხრობს ამა თუ იმ ეპოქის ტრაგედიათა შესახებ, რომლის დროსაც ადამიანი ეგზისტენციისთვის იბრძოდა, თავდაუზოგავად შრომობდა და შედევრებსაც ქმნიდა. ერთ-ერთი ასეთი საყურადღებო ნაწარმოებია თომას მანის ნოველა „სიკვდილი ვენეციაში“, რომელიც 1911 წელს ვენეციაში გავრცელებული ქოლერის ეპიდემიაზე და 50 წელს გადაცილებული კარგა ხნის დაქვრივებული ცნობილი მწერლის გუსტავ ფონ აშენბახის ვნებებებზე მოგვითხრობს. მისი უცნაური სიყვარულის ამბავი პოლონელი არისტოკრატიული ოჯახის ვაჟ ტაძიოსადმი ვენეციაში დასასვენებლად წასული მწერლის სულერი და ფიზიკური განადგურების მიზეზია.