ტომ. 15 (2021): XV საერთაშორისო სიმპოზიუმი ლიტერატურათმცოდეობის თანამედროვე პრობლემები : ლიტერატურა და პანდემია. ისტორიული და თემატური გამოცდილება
პანდემია - ტექსტის თემა

ეპიდემიის ლიტერატურული ასპექტები

ნესტან კუტივაძე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

გამოქვეყნებული 2021-12-20

საკვანძო სიტყვები

  • Kldiashvili,
  • Literary Interpretation,
  • Vazha-Pshavela,
  • Aragvispireli

ანოტაცია

 

კაცობრიობა თავისი არსებობის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში მრავალ განსაცდელს გამკლავებია, შეუჩერებია გამანადგურებელი საფრთხეები, გადაუტანია არაერთი მომაკვდინებელი ეპიდემია, რომლებიც პერიოდულად მთელი თავისი სისატიკით თავს ატყდებოდა სამყაროს და ხშირად გაცილებით მეტ ადამიანს იწირავდა, ვიდრე დიდი ომები. ისტორიამ იცის ეპიდემიათა შესახებ კონკრეტული ფაქტები, შეძლებისდაგვარად დაზუსტებული რიცხობრივი მონაცემები და გეოგრაფიული არეალები, მაგრამ ხელოვნებამ, მხატვრულმა ლიტერატურამ შემოინახა ამ საბედისწერო მოვლენების ემოციური მხარეები, ადამიანური განცდები. დღეს ეს მასალა შესაძლებლობას იძლევა საუკუნეთა გადასახედიდან დავინახოთ მაშინდელი საზოგადოება, გავიაზროთ ლიტერატურული ინტერპრეტაციის მხატვრული მარკერები, ამ მარკერების კონოტაციური ველები – პირდაპირი თუ მეტაფორული მნიშვნელობები.