ტომ. 15 (2021): XV საერთაშორისო სიმპოზიუმი ლიტერატურათმცოდეობის თანამედროვე პრობლემები : ლიტერატურა და პანდემია. ისტორიული და თემატური გამოცდილება
კლასიკური „პანდემიური“ ტექსტების რეფლექსირება თანამედროვე ლიტერატურულ პროცესში

მალარია, როგორც ეგზისტენციალური კრიზისი

მაია ჯალიაშვილი
შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი

გამოქვეყნებული 2022-02-06

საკვანძო სიტყვები

  • Demna Shengelaia,
  • Modernism,
  • Existential,
  • Crisis

ანოტაცია

 

მსოფლიოსა თუ ქართულ ლიტერატურაში არაერთი ნაწარმოებია, რომლებშიც პანდემია თუ სხვადასხვა დაავადება სიმბოლური მნიშვნელობებით წარმოჩნდება (მაგალითად, ალბერ კამიუს „შავი ჭირი“, ჟოზე სარამაგოს „სიბრმავე“ და სხვ.). ამგვარი რომანია დემნა შენგელაიას „სანავარდო“, რომელშიც ერთ ძლიერ ნაკადად შემოიჭრა მალარიის თემა, რომელმაც ადამიანის დასნეულებული სული, ეგზისტენციალური კრიზისი წარმოაჩინა. სამყაროს ხრწნას, დაშლასა და დანგრევას განაპირობებდა მსოფლიოში ახალი ათეისტური იდეოლოგიების მომძლავრება, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი. ადამიანური ყოფის ონტოლოგიური სივრციდან თანდათან უფრო განიდევნებოდა მეტაფიზიკური. მალარიამ, საზოგადოდ, ჭაობის ავადმყოფობამ, ხატოვნად გამოხატა, როგორი ტრაგიკული იყო ყოფიერებიდან ირაციონალურის, მისტიკურის განდევნა. საინტერესოა მალარიის მხატვრულ-ესთეტიკური ტრანსფორმაციები ქართველ სიმბოლისტებთან, განსაკუთრებით შთამბეჭდავია ტიციან ტაბიძის ლექსები, რომლებშიც პოეტმა ამ სენს კონცეპტუალური მნიშვნელობა მიანიჭა: „ღვდელი და მალარია“, „ღვდელი და მალარია კუბოში“, „სატურნი და მალარია“ და სხვ.