ტომ. 15 (2021): XV საერთაშორისო სიმპოზიუმი ლიტერატურათმცოდეობის თანამედროვე პრობლემები : ლიტერატურა და პანდემია. ისტორიული და თემატური გამოცდილება
კლასიკური „პანდემიური“ ტექსტების რეფლექსირება თანამედროვე ლიტერატურულ პროცესში

ჟოზე სარამაგუს „სიბრმავე“, როგორც მომავლის წინასწარმეტყველება

ნონა კუპრეიშვილი
შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი

გამოქვეყნებული 2021-12-20

საკვანძო სიტყვები

  • Commented,
  • Spiritual,
  • Message

ანოტაცია

 

ჟოზე სარამაგუ პირველი პორტუგალიელი ნობელიანტი მწერალია (ეს ჯილდო მან 1998 წელს რომან „იესოს სახარებისთვის“ მიიღო). აღნიშნულ ფაქტს ფართოდ გამოეხმაურა ლიტერატურული კრიტიკა, რომელმაც სარამაგუ დიდი მეზღვაურების გვერდით დააყენა და მას „მსოფლიო ლიტერატურის მაგელანი“ უწოდა. რომანი ,,სიბრმავე“ 1995 წელს გამოქვეყნდა და არც ისე ახალგაზრდა ავტორს, რომელმაც რეზონანსულად წერა მხოლოდ 58 წლის ასაკში დაიწყო, ასევე სერიოზული წარმატება მოუტანა. (მოგვიანებით, 2004 წელს, დაიწერა რომანი „თვალის ახელა“, რომელიც „სიბრმავის“ ერთგვარი გაგრძელებაა და სამყაროს მოდელს განსხვავებული ექსტრემალური სიტუაციის ჭრილში წარმოგვიდგენს).