ტომ. 15 (2021): XV საერთაშორისო სიმპოზიუმი ლიტერატურათმცოდეობის თანამედროვე პრობლემები : ლიტერატურა და პანდემია. ისტორიული და თემატური გამოცდილება
კლასიკური „პანდემიური“ ტექსტების რეფლექსირება თანამედროვე ლიტერატურულ პროცესში

„სიფილიზაცია“ და სიმბოლიზმი (შარლ ბოდლერი)

თათია ობოლაძე
შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი

გამოქვეყნებული 2021-12-20

საკვანძო სიტყვები

  • Syphilis,
  • Charles Bauedalire,
  • Femme fatal,
  • Symbolism,
  • The Flowers of Evil

ანოტაცია

 

სიფილისმა, ნებისმიერი სხვა ეპიდემიის მსგავსად, შეძრა კაცობრიობა და მსოფლიოში დიდი შიში, უიმედობა დანერგა. სიფილისი, სქესობრივი გზით გადამდები ბაქტერიული ინფექცია, ფიზიკურ ტკივილთან ერთად ემოციურ-მენტალური ტანჯვის მიზეზად იქცა, ვინაიდან ინფექცია გარკვეულ სტადიაზე აზიანებს ნერვიულ სისტემას და სხვადასხვა ფსიქიკურ აშლილობას იწვევს.

ჩვენი მიზანია, მოკლედ მიმოვიხილოთ ისტორიული კონტექსტი, თუ როდის და რა ფორმით ჩნდება სიფილისი მხატვრულ ტექსტებში, ძირითად ყურადღებას კი გავამახვილებთ შარლ ბოდლერის შემოქმედებაში სიფილისის რეფლექსიაზე, როგორ გამოვლინდა, რა შინაარსი შეიძინა, მისი შემოქმედების რომელ ცენტრალურ კონცეპტებს დაუკავშირდა.