პანდემიის თემა ფოლკლორსა და მითოლოგიაში
ანოტაცია
ქართული ხალხური ზღაპრები მრავალმხრივი კვლევის საგანია და მათში არაერთი საინტერესო მოვლენაა ასახული. მათ შორის ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, თუ როგორ არის ასახული ამ ზღაპრებში ამა თუ იმ პერსონაჟის ავადმყოფობა. ავადმყოფობა ქართულ ხალხურ ზღაპრებში ორგვარია: 1. ნამდვილი ავადმყოფობა, როცა ზღაპრის რომელიმე პერსონაჟს რაიმე სენი შეეყრება; 2. ცრუ ავადმყოფობა, როცა ზღაპრის ესა თუ ის პერსონაჟი რაიმე განზრახვით თავს მოიავადმყოფებს, თუმცა სინამდვილეში ავად არ არის. არც ერთ და არც მეორე შემთხვევაში დაავადება დასახელებული არ არის, უბრალოდ ნათქვამია, რომ ესა თუ ის პერსონაჟი ავად გახდა, თუმცა მისი ავადმყოფობის წამალი კი დასახელებულია.