ანოტაცია
კოვიდ-19 მსოფლიო პანდემიამ, იმ პრობლემებმა, რომლის წინაშეც ცივილიზებული სამყარო აღმოჩნდა, შექმნა აუცილებლობა დავბრუნებულიყავით შორეულ წარსულში, როცა ემპირიული მედიცინა არ არსებობდა და ჩვენი წინაპრები თავიანთი წარმოსახვის წყალობით ცდილობდნენ ავადმყოფობებთან გამკლავებას. არქეოლოგიური გათხრები ადასტურებენ, რომ პირველყოფილი ადამიანი სულაც არ იყო აბსოლუტურად ჯანმრთელი და დაავადებები, მათ შორის გადამდები უკვე არსებობდნენ. მათ გავრცელებას ეპიდემიებად და პანდემიებად ხელი შეუწყო ცხოვრების წესის შეცვლამ: სამონადირეო შემგროვებითი საქმიანობიდან მიწათმოქმედებაზე, მესაქონლეობაზე გადასვლამ, ბინადარი ცხოვრების დაწყებამ, ქალაქების აგებამ, გზების გაყვანამ, ვაჭრობის ხელშეწყობამ, ომებმა მიწებისა და სიმდიდრის დასაუფლბლად. საქართველოზე მისი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო, ევროპისა და აზიის იმპერიების ინტერსები გადიოდა, რის გამოც მუდმივი თავდასხმების ობიექტი იყო და ბუნებრივია, ქვეყანის მოსახლეობა ადგილობრივი ეპიდემიების გარდა, გარეშე მტრების მიერ შემოტანილი მსოფლიო პანდემიად ქცეული ინფექციების მსხვერპლიც ხდებოდა. საუკუნეების მანძილზე დაკვირვებებისა და პრაქტიკული გამოცდილების წყალობით ავადმყოფობებთან ბრძოლის გარკვეული ცოდნა დაგროვდა, რამაც ხელი შეუწყო სამკურნალო წიგნების შექმნას საქართველოში (XI-XVI სს).