ტომ. 15 (2021): XV საერთაშორისო სიმპოზიუმი ლიტერატურათმცოდეობის თანამედროვე პრობლემები : ლიტერატურა და პანდემია. ისტორიული და თემატური გამოცდილება
პანდემიის თემა ფოლკლორსა და მითოლოგიაში

ავადობა და ეპიდემია კავკასიელთა მითოლოგიურ-რელიგიურ კონტექსტში

ქეთევან სიხარულიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

გამოქვეყნებული 2021-12-20

საკვანძო სიტყვები

  • Mythology,
  • Epidemic,
  • Rituals,
  • Disease Treatment

ანოტაცია

 

ძველი ადამიანების ცხოვრება უშუალოდ უკავშირდებოდა მთელი სამყაროს წრე-ბრუნვას. რაც კი გააჩნდათ, ყველაფერი ღვთაების ბოძებულად მიაჩნდათ, როგორც სიკეთე, ისე სიძნელეები. მათი წარმოდგენით, სამყაროში ყველაფერს თავისი გამრიგე ღვთაება ჰყავდა, მათ შორის ავადმყოფობებსაც.

კავკასიელთა ხალხური სამედიცინო კულტურა მოიცავს როგორც სამკურნალო, ისე რიტუალურ პრაქტიკას. კავკასიის ტერიტორიაზე პალეოლითის ხანიდან მოყოლებული, ყველა არქეოლოგიური ეპოქის განათხარ მასალაში უხვად გვხვდება სამედიცინო იარაღი და ჭურჭელი, ნამკურნალევი ძვლები, ქირურგიული იარაღი