ტომ. 15 (2021): XV საერთაშორისო სიმპოზიუმი ლიტერატურათმცოდეობის თანამედროვე პრობლემები : ლიტერატურა და პანდემია. ისტორიული და თემატური გამოცდილება
ლიტერატურის სწავლების მეთოდების ცვლილება პანდემიის პირობებში

ლიტერატურის სწავლების პრობლემები და შესაძლებლობები თანამედროვე „ონლაინსკოლაში“

ირინა ნაცვლიშვილი
Shota Rustaveli Institute of Georgian Literature

გამოქვეყნებული 2021-12-20

საკვანძო სიტყვები

  • Teaching Process,
  • Online Regime,
  • Digital Technologies

ანოტაცია

 

კაცობრიობის ისტორიული მეხსიერება ხანგრძლივი პანდემიების შესახებ არაერთ და ზოგჯერ საკმაოდ ინფორმაციულ ცნობას ინახავს, თუმცა ესოდენ მდიდარი გამოცდილება თანამედროვე სწრაფად განვითარებადსა და ცვალებად სამყაროში მხოლოდ ზოგადი სურათის წარმოდგენაში გვეხმარება და პროცესების მართვის რეალურ, ადეკვატურ გზამკვლევად, ბუნებრივია, ვერ გამოდგება.
ახალი ვირუსის, SARS-cov-2-ის, იმავე COVID-19-ის, უპრეცედენტოდ მასშტაბური გავრცელების შედეგად შექმნილმა პანდემიურმა გარემომ, ზოგადად, მთელ მსოფლიოში და, ცხადია, საქართველოშიც, საზოგადოებრივი ცხოვრების არაერთ სფეროსთან ერთად, მოულოდნელი და რთული გამოწვევების წინაშე დააყენა
საგანმანათლებლო სისტემაც, სასწავლო პროცესი, რომელიც საყოველთაო კარჩაკეტილობის პირობებში ე.წ. ონლაინრეჟიმში გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები ამგვარი კომუნიკაციის საშუალებას იძლევა, დისტანციურ სწავლებას მნიშვნელოვნად ართულებს მრავალი სამედიცინო ხასიათის უკუჩვენება თუ ფსიქოემოციური ფაქტორი, ხშირ შემთხვევაში – სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უქონლობა, პედაგოგთა გაზრდილი სამუშაო დატვირთვა, აგრეთვე, სპეციალური ციფრული სასწავლო რესურსების სიმწირე კონკრეტულ დისციპლინათა ფარგლებში და მათი სწავლების სპეციფიკაც.