ტომ. 15 (2021): XV საერთაშორისო სიმპოზიუმი ლიტერატურათმცოდეობის თანამედროვე პრობლემები : ლიტერატურა და პანდემია. ისტორიული და თემატური გამოცდილება
ლიტერატურული შედევრების შექმნის პირობები და მიზნები პანდემისაას

ჟამიანობის მხატვრული საზრისი

ქეთევან ელაშვილი
შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი

გამოქვეყნებული 2021-12-20

საკვანძო სიტყვები

  • Pandemic,
  • Edgar Allan Poe,
  • Red Death,
  • Colors

ანოტაცია

 

ქართულ მწერლობას ერთი უჩვეულობა ახასიათებს „ფატალური სენის“ მიმართ (იგულისხმება პანდემია)* – მხატვრული დუმილის უფლებას იტოვებს. ამას თავისი საინტერესო ახსნა ეძებნება; სავარაუდოდ, ადამის მოდგმის ეს „ბედისმდევარი“ არხსენების მიღმა უნდა დარჩენილიყო, რადგან ჩვენსავით მცირე ერს შიშისა თუ სასოწარკვეთის უფლება არ ჰქონდა. ეს ტენდენცია აისახა კიდეც მხატვრულ აზროვნებაში. ამიტომაცაა გაკვრით ნახსენები ქოლერის ეპიდემია XIX საუკუნეში. გამონაკლისია, მხოლოდ ვაჟაფშაველა, რომელიც 1892 წელს დაწერილ მოთხრობაში – „ხოლერამ მიშველა“ (ბერუას ნაამბობი) ბუნების უმთავრეს კანონზომიერებას გვახსენებს – აპოკალიფსური ცნობიერების ჟამს, ცხოვრება შეიძლება სრულიად ახალი ფურცლებიდან დაიწყოს.