ტომ. 15 (2021): XV საერთაშორისო სიმპოზიუმი ლიტერატურათმცოდეობის თანამედროვე პრობლემები : ლიტერატურა და პანდემია. ისტორიული და თემატური გამოცდილება
მსოფლიო მწერლობა და ხელოვნება პანდემიის პირობებში

კოვიდის ხანის „აივნური კულტურა“

გოჩა კუჩუხიძე
შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი

გამოქვეყნებული 2021-12-20

საკვანძო სიტყვები

  • Covid Epoch,
  • Culture

ანოტაცია

 

პანდემიის დასაწყისში სოციალური ქსელებიდან მთელი მსოფლიო ხედავდა თავიანთი სახლების აივნებზე გადმომდგარ  ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა ჟანრის სიმღერებს ასრულებდნენ (ზოგჯერ – არაპროფესიონალურად, მაგრამ უმეტესწილად – დიდი სიყვარულით).

საერთოდ, კრიზისულ პერიოდებში ის ხელოვნება იწევს ხოლმე წინ, რომელსაც მაღალს ვუწოდებთ; ვფიქრობთ, საჭიროა, სოციოლოგებმა გაარკვიონ, ძირითადად რომელ მუსიკას უსმენდა ამ დროს ხალხი, – სოციალური ქსელებიდან ჩანდა, რომ ძალიან ხშირად ვერდის, პუჩინის, მოცარტის და სხვათა ოპერებიდან ასრულებდნენ სახლებში გამოკეტილი, სლოგან – stay home-ის ერთგულად დამცველი ადამიანები არიებს, ალბათ აღმოჩნდება, რომ ამ კრიზისის დროსაც კლასიკამ წამოიწია წინ, რომ ხსენებულ ქსელებში გავრცელების რაოდენობით ძლიერი „კონკურენცია“გაუწია მან მასკულტურას; მაღალი სულიერი კულტურა
ერთგვარ შემწედ მოევლინა ამ დროს ადამიანებს.