ტომ. 15 (2021): XV საერთაშორისო სიმპოზიუმი ლიტერატურათმცოდეობის თანამედროვე პრობლემები : ლიტერატურა და პანდემია. ისტორიული და თემატური გამოცდილება
მსოფლიო მწერლობა და ხელოვნება პანდემიის პირობებში

კათარზისის თანამედროვე მხატვრულ-ალეგორიული რეფლექსირებისათვის

მანანა კვატაია
შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი

გამოქვეყნებული 2021-12-20

საკვანძო სიტყვები

  • Reflection of Catharsis,
  • Jose Saramago’s “Blindness,”,
  • The Symbolism of the Novel

ანოტაცია

 

ძველ ბერძნულ მისტერიებსა და რელიგიურ დღესასწაულებზე კათარზისი სხეულის მავნე მატერიისაგან, სულის მანკიერებისაგან გათავისუფლებას გულისხმობდა. ტერმინი მოდის ბერძნული სიტყვიდან „კათარზის“, რაც „განწმენდას“ ნიშნავს. დეფინიციით, ის არის რეპრესირებული ემოციების გამოხატვის პროცესი, რომელსაც შედეგად მოსდევს ფსიქოლოგიური დაძაბულობისა და მასთან დაკავშირებული სიმპტომების შემცირება. ჰერაკლიტე ცეცხლს, პითაგორელები მუსიკას სულის განწმენდის საშუალებად მიიჩნევდნენ. პლატონი და არისტოტელე კათარზისის ცნების ქვეშ მოიაზრებდნენ ვნებათა გადალახვას ხელოვნების მეშვეობით, მათი გამოხატვის შედეგად. არისტოტელეს მიხედვით, ტრაგედია მაყურებლის თანაგანცდასა და შიშს იწვევს და, ამგვარად, წმენდს მის სულს, აღზრდის და ამაღლებს მას. ანტიკურ ფილოსოფიასა და ესთეტიკაში კათარზისი აფექტებისაგან სულის განწმენდას უკავშირდება.