ტომ. 15 (2021): XV საერთაშორისო სიმპოზიუმი ლიტერატურათმცოდეობის თანამედროვე პრობლემები : ლიტერატურა და პანდემია. ისტორიული და თემატური გამოცდილება
მსოფლიო მწერლობა და ხელოვნება პანდემიის პირობებში

სიბრმავე – ეპიდემია ტექსტში (ჟოზე სარამაგუს „სიბრმავის“ მიხედვით)

ლილი მეტრეველი
შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი

გამოქვეყნებული 2021-12-20

საკვანძო სიტყვები

  • Blindness,
  • An Epidemic

ანოტაცია

 

სიბრმავე“ ცნობილი პორტუგალიელი ნობელიანტი მწერლის ჟოზე სარამაგუს რომანია. ის 1997 წელს გამოქვეყნდა და New York Times-ის ბესტსელერთა სიაში მაშინვე მოხვდა. 2008 წელს ფერნანდო მეირელისმა გადაიღო ამავე სახელწოდების ფილმი. საინტერესოა, რომ ჟოზე სარამაგუს თავდაპირველად არ სურდა ეკრანიზაციაზე უფლებების გაცემა, თუმცა პროდიუსერებმა დაარწმუნეს, რომ ფილმში არ იქნებოდა დაკონკრეტებული ქვეყანა და ქალაქი.

მკვლევრები სარამაგუს რომანის ჟანრის განსაზღვრისას განსხვავებულ მოსაზრებებს გამოთქვამენ, ნაწილი მას ფრანც კაფკას ალეგორიულ/მეტაფორულ ტექსტებს ადარებს, ზოგიერთი გაბრიელ გარსია მარკესის მაგიურ-რეალიზმთან აკავშირებს, თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობითი პერსპექტივიდან კი სარამაგუს „სიბრმავე“, შესაძლოა, დისტოპიურ, პოსტ აპოკალიპტურ ნარატივების რიგებსაც მივაკუთვნოთ.