მსოფლიო მწერლობა და ხელოვნება პანდემიის პირობებში
ეპიდემია ქართულ პროზასა და კინემატოგრაფში: დავით კლდიაშვილის და ვაჟა-ფშაველას მოთხრობების ეკრანიზაციები
ანოტაცია
მხატვრული პროზის ინტერპრეტაცია აუდიოვიზუალურ ხელოვნებაში თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობისა და კინომცოდნეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხად რჩება. ქართული კინოს, ისევე როგორც მსოფლიო კინოს უმნიშვნელოვანეს ნიმუშთა შორის დიდი წილი ეკრანიზაციებია, რაც მდიდარ მასალას გვაძლევს შესაბამისი დაკვირვებებისთვის. წინამდებარე სტატიაში კვლევის საგანია ეპიდემიის თემაზე შექმნილი ქართული პროზის ორი ნიმუშის – დავით კლდიაშვილის მოთხრობის „მიქელასა“ და ვაჟა-ფშაველას მოთხრობის „ხოლერამ მიშველა“ – ინტერპრეტაცია ქართულ კინემატოგრაფში. სტატია ლიტერატურული ნაწარმოებების სინთეზური ხელოვნების ნაწარმოებებად ქცევის პრობლემას ეხება, რაც თავისი არსით ინტერმედიალობის საკითხებთან გვაკავშირებს