გამოქვეყნებული 2021-12-20
საკვანძო სიტყვები
- Epidemic Narratives,
- Athenian Plague,
- Thucydides,
- Pestilence in Antiquity
ანოტაცია
1972 წ-ს ცნობილი მიკრობიოლოგების მ. ბარნეტისა და დ. ვაითის განცხადების მიუხედავად, რომ, სავარაუდოდ, მომავალში ინფექციური დაავადებანი ერთობ უსიცოცხლო იქნება, სამწუხაროდ, მათი და მთლიანად სამეცნიერო საზოგადოების ეს პროგნოზი არ გამართლდა.* ახალმა გარემოებებმა – ჰერპესის, 1970-იანებში ლეგიონერთა დაავადების, შემდგომში შიდსის, ებოლას და ა.შ. გამოვლენამ, მეცნიერები იძულებული გახადა ეპიდემიათა კვლევას მიბრუნებოდნენ. საგულისხმოა, რომ ამ პერიოდში ეპიდემიათა შესწავლის კონცეპტუალურად ახალი ეტაპი იწყება. ავადობანი, და მათ შორის ეპიდემიები, სოციალურ მოვლენად იქნა გააზრებული, ანუ მოვლენად, რომელიც აღქმულია სოციუმის მიერ, რომლის კონსტრუირებასაც ახდენს სოციუმი – იკვლევს წარმოქმნისა თუ გავრცელების მიზეზებს, ეძიებს დამნაშავეებს, ამუშავებს პასუხებს, ახდენს გატარებულ ღონისძიებებზე რეაგირებას და ა.შ.