ტომ. 15 (2021): XV საერთაშორისო სიმპოზიუმი ლიტერატურათმცოდეობის თანამედროვე პრობლემები : ლიტერატურა და პანდემია. ისტორიული და თემატური გამოცდილება
პანდემიის, როგორც მოულოდნელი განსაცდელის გავლენა მსოფლიო და ქართულ კრიტიკასა და

„ღარიბების ავადმყოფობა“, ქართველი მწერლები და ქართული მწერლობა

მაია ცერცვაძე
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

გამოქვეყნებული 2021-12-20

საკვანძო სიტყვები

  • “Illness of the Poor”,
  • Tuberculosis,
  • Georgian writers who lost their lives due to tuberculosis,
  • Ways of self-reflection of tuberculosis in Georgian literature

ანოტაცია

 

მრავლისმნახველი ისტორიის მანძილზე საქართველოს თავს დატეხილ უბედურებებს შორის საშიში და კარგახანს უკურნებელი ინფექციური დაავადებებიც (შავი ჭირი, ქოლერა, ტუბერკულოზი...) იყო, რომლებიც მის საუკეთესო შვილებს ულმობლად ასალმებდა სიცოცხლეს. მათ რიცხვში არიან ისეთი მოაზროვნენი და მწერლები, როგორებიცაა სოლომონ დოდაშვილი, არჩილ ჯორჯაძე, დანიელ ჭონქაძე, მამია გურიელი, იაკობ გოგებაშვილი, ეგნატე ნინოშვილი, ჭოლა ლომთათიძე, სერგეი მესხი, სანდრო ცირეკიძე, შალვა კარმელი, ლილი მეუნარგია, ლადო ასათიანი... „ღარიბების დაავადებად“ ცნობილ ტუბერკულოზს, იგივე ჭლექს, სულხან-საბა ორბელიანმა თავისი ქართული შესატყვისი მოუძებნა და ასე განმარტა: ჭლექი – სიმჭლის სენი, ანუ გამხდართა, ხორცმოკლებულთა სნეულება. „ძლიერ სენად“ მოიხსენია ის თავის ლექსში ლადო ასათიანმა.

„ძლიერ სენზე“ რეფლექსირება გვხვდება ქართველი მწერლების ტექსტებში, მხატვრულში თუ დოკუმენტურში – დღიურებში, ჩანაწერებში, პირად წერილებში.

სიმპოზიუმზე წარმოდგენილი მოხსენება ტუბერკულოზით სნეულ და გარდაცვლილ ქართველ მწერლებს, მათ ნაწერებში დაავადების თვითრეფლექსირებასა და ამ თემატიკის ამსახველ სხვა ტექსტებს ეძღვნება.