Том 15 (2021): XV International Symposium Contemporary Issues of Literary Studies : Literature and Pandemic. Historical and Thematic Experience
The Issue of Pandemic in Folklore and Mythology

კონსპირაციული თეორიები და ფოლკლორული ტრადიცია

ბელა მოსია
Shota Meskhia State Teaching University of Zugdidi

Опубликован 2021-12-20

Ключевые слова

  • Conspiracies,
  • Folk Genres,
  • Myths

Аннотация

 

ჩვენი წინამდებარე სტატიის მიზანია კონსპირაციის როგორც მოვლენის, ჟანრისა თუ თეორიის ფოლკლორის პერსპექტივიდან დანახვა. კვლევა ინტერდისციპლინურია, იმდენად რამდენადაც ზეპირი გადმოცემები მუდმივად არის რელიგიური მსოფლხედვის, მწიგნობრული ტრადიციის, კულტურულ-ისტორიული პროცესების, სოციალური გარემოსა და სხვადასხვა ფსიქოლოგიური მდგომარეობის შედეგი, ამდენად მათზე დაკვირვება არასდროსაა ერთ სფეროში მოსაქცევად იოლი. კონსპირაციული თეორიები არა ერთი წიგნის, სამეცნიერო ნაშრომის, ასობით ჟურნალის, გაზეთის, სხვადასხვა ბლოგების თემა გამხდარა. კონსპირაციის კულტურის ახსნა უცდიათ ისტორიკოსებს, პოლიტიკური მეცნიერების წარმომადგენლებს, ფსიქოლოგებს, სოციოლოგებს, ანთროპოლოგიისა და ფილოსოფიის მიმდევრებს, ასევე ჟურნალისტებს, პოლიტიკის ექსპერტებს და ამჟამად ის უკვე მსოფლიო ფოლკლორისტთა განხილვის თემაა.