Том 15 (2021): XV International Symposium Contemporary Issues of Literary Studies : Literature and Pandemic. Historical and Thematic Experience
World Literature and Art in a Pandemic

ლიტერატურა პანდემიაში: გლობალური სივრცე და მიგრაციული ლიტერატურის პარადიგმა*

ნინო პოპიაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

Опубликован 2021-12-20

Ключевые слова

  • Literature,
  • Pandemic,
  • Global Space,
  • Migrant Literature

Аннотация

 

მიგრაციული ლიტერატურა ხასიათდება საზღვრების გაფართოებით, კულტურული იზოლაციის დაძლევითა და კულტურათშორისი ურთიერთობების მასშტაბურობით. მიგრაციამ, როგორც XX და XXI საუკუნეების პოლიტიკური, კულტურული, სოციალური, ეკონომიკური მოვლენების შედეგმა, მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა იდენტობათა ტრანსფორმაციაში, კულტურული
იდენტობის მარკერებში. შეიძლება ითქვას, რომ შეიქმნა გლობალური სივრცე, სადაც სხვა შემადგენლებთან ერთად, კულტურასა და ლიტერატურას თავისი მნიშვნელოვანი ადგილი მიენიჭა. მიგრაციული ლიტერატურის მახასიათებლები და მისი თავისებურებები, დამოუკიდებელი, განსაზღვრული და განუსაზღვრელი კონტექსტები, ინდივიდუალური და კოლექტიური მეხსიერებების რეპრეზენტაცია და სხვა ასპექტები, საგანგებო შესწავლის ობიექტია.