Том 15 (2021): XV International Symposium Contemporary Issues of Literary Studies : Literature and Pandemic. Historical and Thematic Experience
Quarantine and Isolation in the Literature

ჟამიანობა ლიტერატურაში

ეკა ჩხეიძე
შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი

Опубликован 2021-12-20

Ключевые слова

  • The Black Death,
  • Pandemic,
  • Literature

Аннотация

 

SARS-CoV-2-ის გამოჩენის დღიდანვე იგი მრავალჯერ იქნა შედარებული შავ ჭირთან, კაცობრიობისთვის ცნობილ ყველაზე მომაკვდინებელ ეპიდემიასთან, რომელმაც ისტორიის სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა კონტინენტზე უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. რა თქმა უნდა, ეს შედარება მხოლოდ მეტაფორულია და ის უფრო ისტორიული მაგალითების მეშვეობით კორონა ვირუსისგან გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის ახსნისათვისაა საჭირო, ვიდრე თავად ვირუსის კონკრეტული მახასიათებლების შეფასებისათვის. იმისათვის, რომ გავიგოთ თუ რა როლი შეუძლია ითამაშოს კორონა ვირუსმა თანამედროვე ლიტერატურაში, საჭიროდ მიგვაჩნია მეტაფორულ ანალოგიაზე დაყრდნობით ყურადღება დავუთმოთ ისტორიულ გამოცდილებას და თვალი გადავავლოთ მსოფლიო ლიტერატურის იმ მნიშვნელოვან ძეგლებს, რომლებშიც ეპიდემია ცენტრალურ ადგილს იკავებს.