Том 15 (2021): XV International Symposium Contemporary Issues of Literary Studies : Literature and Pandemic. Historical and Thematic Experience
Quarantine and Isolation in the Literature

„გამიჯნეთ, მაგრამ შეინარჩუნეთ!“ (ოსიპ მანდელშტამის იზოლაციის თაობაზე)

გრიგოლ ჯოხაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

Опубликован 2021-12-20

Ключевые слова

  • Mandelstam,
  • Stalin,
  • The Epigram,
  • Allusions,
  • Historical Reality

Аннотация

 

1933 წლის ნოემბერში მანდელშტამი წერს საბედისწერო უსათაუროს, რომელსაც ჯერ – „ეპიგრამა“, მერე კი „ანტისტალინური ეპიგრამა“ შეარქვეს. ამაზე საბედისწერო ის იყო, რომ პოეტი ლექსს თვითონ უკითხავდა ნაცნობ-მეგობრებს და თან აფრთხილებდა, არსად წამოგცდეთო. ამბობენ, რომ მანდელშტამმა ტექსტი მას მერე შეთხზა, რაც თავისი თვალით იხილა, რა საშინელი შიმშილობა ჩამოვარდნილიყო ყირიმში.

პასტერნაკი ეპიგრამის დაწერას თვითმკვლელობას ადარებდა: თქვენ არაფერი წაგიკითხავთ, მე არაფერი მომისმენია და, გთხოვთ, სხვას ნურავის წაუკითხავთო, – უთქვამს შეფასების მომლოდინე მანდელშტამისთვის  ნადეჟდა მანდელშტამი მოისურვებდა, ეპიგრამის მისეული შეფასება დამკვიდრებულიყო: ეს ლექსი იყო აქტი, გმირული საქციელი, რომელიც ლოგიკურად გამომდინარეობდა მანდელშტამის ცხოვრებიდან და საქმიანობიდანო.