Том 15 (2021): XV International Symposium Contemporary Issues of Literary Studies : Literature and Pandemic. Historical and Thematic Experience
Impact of Pandemic as the Sudden Change on the World and National Criticism

ეპიდემიების გავრცელებისა და ამ მოვლენის სოციალურ-პოლიტიკური კონტექსტის ასახვა მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართულ დემოკრატიულ პრესაში

მირანდა ტყეშელაშვილი
შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი

Опубликован 2021-12-20

Ключевые слова

  • Epidemic,
  • Vaccination,
  • Preventive Measures,
  • Georgian Democratic Press

Аннотация

 

მე-19 საუკუნის დასაწყისიდან მე-20 საუკუნის პირველი მეოთხედის ჩათვლით, რუსეთის იმპერიას, რომლის შემადგენლობაში იმ დროს საქართველოც იმყოფებოდა, ქოლერის რამდენიმემ ტალღამ გადაუარა. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური 1890-იანი წლების პანდემია იყო. მას ფართოდ აშუქებდა იმდროინდელი ქართული პრესა, გამორჩეულად კი „ივერია“, რომელსაც განსაკუთრებული სარედაქციო პოლიტიკა ჰქონდა ამ საკითხთან მიმართებაში. გაზეთი სისტემატურად ბეჭდავდა წერილებს ქოლერის შესახებ. ხშირად, ეს პუბლიკაციები სამეცნიერო-პოპულარული ხასიათისაა, ნათარგმნი და გადმობეჭდილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების პრესიდან, მათში მოცემულია ინფორმაცია სენის გამომწვევი მიზეზების, გავრცელების მასშტაბების, პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ.