Impact of Pandemic as the Sudden Change on the World and National Criticism
Аннотация
ადამიანის და, შეიძლება ითქვას, განსაკუთრებით შემოქმედი ადამიანის ბუნებაში, აღიარებულია, ე.წ. სარეზერვო ფიზიკური და ფსიქიკური ძალების არსებობა, რომელსაც ის, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, ავლენს განსაცდელის ჟამს. თავისი მინიმალის ტურობით, მხატვრული ეფექტებითა თუ მობილურობით ამის გამორჩეულ პარადიგმად შეიძლება მივიჩნიოთ პოეტური ტექსტი; უხსოვარი დროიდან დღემდე მრავალგვარმა ადამიანურმა შიშმა და განსაცდელმა შეაძრწმუნა კაცობრიობა: ომებმა, სტიქიურმა კატაკლიზმებმა, პანდემიებმა... რამდენი რამ შემოინახა პოეზიამ სიკვდილ-სიცოცხლის ისტორიიდან: ეპოსებში, მითებში, ლეგენდებში, ეპითაპიებში.