ანოტაცია
ადამიანებს უძველესი დროიდანვე უწევდათ არაერთ სნეულებასთან თუ სასიკვდილო ვირუსულ დაავადებასთან ბრძოლა, ზოგჯერ იმ დონემდე, რომ ეს ბრძოლა ამა თუ იმ ერის ისტორიულკულტურულ განვითარებას აფერხებდა. პერიოდულად მოვლენილ ავადობებს, რომლებიც ხშირად მასშტაბურ ხასიათს იძენდა, წმინდა ტექსტები ისტორიის, სამყაროს ყოფიერების ხელახლა წასაკითხად იყენებს. მსოფლიოს დიდი ეპიდემიები უკავშირდებოდა სახელმწიფოთა შორის სავაჭრო, კულტურულ, პოლიტიკურ და ა. შ. ურთიერთობებებს, რომლებიც, ბუნებრივია, იწვევდა ადამიანთა კონტაქტებსა და სნეულების გადადება გავრცელებას. არც 21-ე საუუკუნე აღმოჩნდა გამონაკლისი, კორონავირუსულმა პანდემიამ (COVID-19) თავისი კვალი დატოვა საზოგადოების ყველა სტრუქტურაზე. ამ კონტექსტში საღვთისმეტყველო-პოლიტიკური კუთხით დასმულმა კითხვებმა და ისტორიული ვითარების გათვალისწინებით მოხმობილმა მაგალითებმა ძველი და ახალი აღთქმიდან (მასშტაბურობიდან გამომდინარე, შევჩერდით ძველი აღთქმის მხოლოდ რამდენიმე მუხლსა და ახალი აღთქმიდან – ლუკას სახარებაზე), შეიძლება გაგვიჩინოს პასუხის მიღების შესაძლებლობა სნეულებისა და კურნების ონტოლოგიასთან დაკავშირებით.