ანოტაცია
2020 წელს კოვიდ 19-ის ჟამიანობის პერიოდში, ქართულ ვირტუალურ სივრცეში ორი ქორეოგრაფიული სპექტაკლის პრემიერა შედგა. პირველი სპექტაკლი „მარიჯანის ოთახი“ იყო, რომელიც ერთ-ერთი პირველი ქართველი პოეტი ქალის მარჯანის (მარიამ ტყემალაძე-ალექსიძის) შესახებ მოგვითხრობდა. ხოლო მეორე – „ლუჩიას ოთახი“ – დიდი ირლანდიელი მწერლის ჯეიმზ
ჯოისის ქალიშვილის ლუჩია ჯოისის შესახებ. სპექტაკლების სახელწოდება უთუოდ ვირჯინია ვულფის ესეს „საკუთარ ოთახი“ (A Rooms of One’s Own) გაგვახსენებს, თუმცა მარიჯანის და ჯოისის შემოქმედება, თანამედროვე ქართველი ხელოვანის მარიამ ალექსიძის მიერ, მისივე ოთახში სიტყვის, პოეზიის, მუსიკისა და მოძრაობის სინთეზით, თანამედროვე ქორეოგრაფიული ენით ამეტყველდა. ორივე ქორეოგრაფიულ-ლიტერატურულ წარმოდგენას – „მარიჯანის ოთახი“ და „ლუჩიას ოთახი“, სწორედ სიტყვის, მუსიკისა და მოძრაობის კონტექსტში განვიხილავ.